суббота, 7 мая 2011 г.

ჩემი სოფლის ღირშესანიშნავი ძეგლები

     პროექტის მთავარი იდეა(თემა) 1–2 წინადადებით:– ისტორიული ფაქტების კვლევა– ძიება და იმ ძეგლების შესახებ ინფორმაციის მოძიება, რომელიც სოფლის მშვენებაა.

       პროექტის აქტუალობა:–არ დაიკარგოს სოფლის ისტორიული წარსული, რომელიც მკვეთრადა გამოხატული მატერიალური კულტურის ძეგლებში, რათა შენარჩუნდეს ძველის და ახლის ურთიერთკავშირი.

         პროექტის მიზნები:–მოსწავლეები გაეცნობიან სოფლის გეოგრაფიულ მდებარეობას, მის ისტორიას და კულტურულ მემკვიდრეობას. სიფელში არსებულ ძეგლთა ისტორიას და მნიშვნელობას.

           მონაწილეთა ასაკი:–IX–კლასის მოსწავლეები.


            ვადები/ხანგრძლივობა: 1–თვე.

             მოსალოდნელი შედეგები:–შეიქმნება ბლოგი პრიექტის შესახებ. მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ დამტებით ლიტერატურაზე  მუშაობის უნარ–ჩვევები, უკეთ გაეცნობიან საკუთარი სოფლის ისტორიას, კულტურულ მემკვიდრეობას. დაათვალიერებენ აღნიშნულ ძეგლებს, ესაუბრებიან მოძღვარს. გამოუმუშავდებათ სხვისი აზრის პატივისცემის უნარი და სხვათა მოსმენის კულტურა, მოაწყობენ პრეზენტაციას.

           პოექტისათვის საჭირო, ძირითადი რესურსები:–ადამიანური რესურსი, წიგნები, კალამი, ფურცლები, ფოტო აპარატი, კომპიუტერი,პროექტორი.

           პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქთივობები):–მოსწავლეები იყოფიან
4–ჯგუფად.
           I–ჯგუფი– მოიძიებს ინფორმაციას სოფლის ისტორიულ–გეოგრაფიულ მდებარეობაზე.
           II-ჯგუფი–მოიძიებს ინფორმაციას სოფელში არსებული ტაძრის(ღვთისმშობლის მიძინების) შესახებ ისტორიას.
           III-ჯგუფი–მოიძიებს ინფორმაციას სოფელში არსებული ისტორიული ძეგლის (ციციშვილების სახლი) შესახებ ისტორიას.
           IV-ჯგუფი–გაუწევს მონიტორინგს პროექტის მსვლელობას და გადაიღებს სურათებს პრეზენტაციისთვის.

          საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ამ პროექტის განხორციელებით მოსწავლეები გაიუმჯობესებენ უნარ–ჩვევებს შემდეგ საგნებში: საქართველოს ისტორია, საქართველოს გეოგრაფია,ქართული ენა, ზელოვნება, საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება.

         პროექტის ხელმძღვანელი:– თამარ არხოშაშვილი.

         ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: tamararxoshashvili@gmail.com

         პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:   tamararxoshashvili.blogspot.com

1 комментарий:

  1. აღრფთოვანებული ვარ შენი შრომისმოყვარეობით!

    ОтветитьУдалить